Sony Pictures-მა ფილმის „ადამიანი ობობა: გზა სახლისკენ არ არის“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. საკულტო ფილმის მესამე ნაწილში მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი და ზენდაია ასრულებენ. ტრეილერში ბენედიკტ კამბერბეტჩიც ჩნდება, დოქტორ სტრენჯის როლში. სიუჟეტის მიხედვით, პიტერ პარკერი მას თხოვნით მიმართავს, ყველას დაავიწყოს ადამიანი ობობის ვინაობა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისა, რომ ახალ ნაწილში სურათში ასევე გამოჩნდებიან ხუთივე ფილმის პერსონაჟები.ფილმის პრემიერა 2021 წლის 17 დეკემბერს შედგება.
42 წლის მამაკაცი ოზურგეთში შენობის დემონტაჟის დროს დაიღუპა
სკოლის შენობის დემონტაჟის დროს, მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. 42 წლის მამაკაცი ოზურგეთში სკოლის დემონტაჟის სამუსაოებს აწარმოებდა. მომხდარს შსს იძიებს.