ა(ა)იპ ” სპეციალურმა სერვისებმა” ხანძთელის ქუჩაზე, სასტუმრო “რჩეულის” უკანა მხარეს დაახლოებით ერთი ჰექტარი ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო. სამუშაოების პროცესში ჩართულია როგორც ცოცხალი მუშა- ხელი ასევე სპეც ტექნიკა. პირველ ეტაპზე იცელება მწვანე საფარი, იწმინდება ტერიტორია ეკალ- ბარდებისაგან და მიმდინარეობს ნარჩენების გატანა. დასუფთავების აქციის ფარგლებში კონკრეტული ადგილი მოწესრიგდება და ბოლოს შეიწამლება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეგატივის გადამღები ჯგუფის მიერ დაახლოებით ერთი კვირის წინ გაშუქდა. სასტუმრო “რჩეულის” უკანა მხარეს მხოლოდ ეკალ-ბარდებსა და ნაგავს შეხვდებოდით. მიმოფანტული იყო ერთჯერადი საინექციო შპრიცები, პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება ა(ა)იპ ” სპეციალურმა სერვისებმა უკვე დაიწყო.