ავიაკომპანია WizzAir სისტემაში ჯავშნების მასობრივ გაუქმებასთან ან ცვლილებებთან დაკავშირებით მომხმარებლებს აფრთხილებს.
“არსებულ მომენტში გვაქვს ტექნიკური პრობლემა, რომელიც დაჯავშნის სისტემას შეეხო. შედეგად შეიძლება დაინახოთ ცვლილება თქვენს ჯავშანზე აპლიკაციაში ან ვებსაიტზე ან შესაბამისი შეტყობინება მიიღოთ. ყურადღება არ მიაქციოთ ამ ცვლილებებს და დარწმუნებული იყავით, შეგატყობინებთ, როგორც კი პრობლემა აღმოიფხვრება”, – აღნიშნულია ავიაკომპანიის შეტყობინებაში.
“მოგზაურთა კლუბში” მგზავრები წერენ რომ მათ მისდით შეტყობინება რომ ჩანიშნული ფრენები გაუქმებულია.
მგზავრებმა შეტყობინებები მეილზე მიიღეს.