COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას 1-ელ მაისამდე აჩერებს. ‼
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელფოსტაზე.
დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ვიზეარს: 0706 777 483