Tuttosport-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა.
იტალიური გამოცემის გამოკითხვაში მეორე ადგილი “ჩელსის” ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე “პსჟ”-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი მოგვევლინა.