Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ უსახლკაროა. ამის შესახებ მან TED-ის კონფერენციის კურატორთან, კრის ანდერსონთან ინტერვიუში ისაუბრა.
მულტიმილიარდერის განცხადებით, მას საკუთარი უძრავი ქონება არ აქვს.
„რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა, წელიწადში მილიარდობით დოლარი რომ პირადი მიზნებისთვის დამეხარჯა, მაგრამ ეს ასე არაა. არ ვთვლი, რომ ჩემი პირადი ხარჯები ძალიან მაღალია. გამონაკლისია პირადი თვითმფრინავით სარგებლობა, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოდ ნაკლები დრო მექნება“, – აცხადებს ილონ მასკი.