...
ამბები

ტელეკომპანია Mega TV-ის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში

მეგა ტვ-ს მაუწყებლობის ენა - ქართული. მაუწყებლობის ხანგრძლივობა 18 საათი

 მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და არეალი:

ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი TVBT2

ბ) თანამგზავრული ღია გავრცელება არ გვაქვს.  (მაუწყებლობა გლობალ ტვ-ში  ჩაერთო მიმდინარე წლის აპრილის თვიდან.)

გ) ინტერნეტით ვრცელდება  -myvideo , სილქტვ”, კავკასუს ტვ .

 

ციფრული მაუწყებლობის დაწყების თარიღია 18 ივლისი 2015წელი

      მეგა TVარის დამოუკიდებელი ტელეკომპანია.  საეთერო ბადე განისაზღვრება საინფორმაციო, ანალიტიკური და გასართობიპროგრამებით კომპანიამ საკუთარი რესურსით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მოაწყოახალისტუდიები,მოამზადაახალიგადაცემები.  2014 წელსკომპანია ციფრული კონტენტის წარმოება დაიწყო. კომპანიის ძირითადი პროდუქტია 1. ახალი ამბები - ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება „მთავარი" -დღეში 8 ჯერ. 2. საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემები: ა) „დისკურსი" -კვირაში ერთჯერ საავტორო გადაცემა „პორტრეტი ჩარჩოს გარეშე" 3. ყოველდღიური გასართობი სემეცნებითი და კულტურული პროგრამა „შუადღე ქუთაისში". მეგა ტვ- აქვს სმს მომსახურეობის სერვისი და რეგიონის ბაზარზე ორიენტირებული სარეკლამო მომსახურება.

სამაუწყებლო კონცეფცია

ტელეკომპანია ,,მეგატვ"- მისიაა მედიაბიზნესის განვითარებ,, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. 

 მეგატვ-ს სამაუწყებლო კონცეფცია ითვალისწინებს ისეთი საეთერო მაუწყებლობის უზრუნველყოფას,  სადაც  მოქალაქის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთთან ჰარმონიულად იქნება დაკავშირებული.  ხელმისაწვდომი მუდმივი

 

კომუნიკაცია საზოგადოების პროგრესულ ნაწილთან, ყოველგვარი ფობიის განეიტრალება და  დიალოგის რეჟიმში ჩართვა. ყველა სოციალური სეგმენტის ინტერესის გათვალისწინება და მათთვის საჭირო ინფორმაციების მიწოდება.

 განსაზღვრული პრიორიტეტები:

<სამოქალაქო საზოგადოების, განათლებისა და კულტურის განვითარების ხელშემწყობი პროექტების მხარდაჭერა;

<! ყველა სოციალური ჯგუფის უფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა;

ახალი ტექნოლოგიების განვითარებ ხელშეწყობა;

<! მედია ბიზნესის განვითარება, სამაუწყებლო ზონის ჩრდილოვანი უბნების დაფარვა და რეგიონის ეკონომიკაზე მორგებული სარეკლამო პოლიტიკის წარმართვა.

კომპანიის მიზნები:

<!- საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

<!სამოქალაქო განათლების   დონის და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარება

<!- სხვადასვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენელთა შორის  დიალოგი, დაახლოება.

<აზრთა პლურალიზმის დამკვიდრება.

<!-ჟურნალისტური გამოძიებების წახალისება, საზოგადოებისთვის სასარგებლო ანალიტიკური გადაცემების მომზადება

<! გასართობი პროგრამებისა და ხარისხიანი  მუსიკალური პროდუქტის  მიწოდება.

კომპანიას გააჩნია შესაბამისი კვალიფიციური კადრი, გამოცდილება და უნარები, რათა წარმოდგენილი კონცეფციის რეალიზაცია მოხდეს.

კომპანიის შემოსავლები

    2015 წელი შემოსავლების კლებით ხასიათდებოდა. დაფინანსების ძირითად წყაროს განცხადებები, რეკლამა და საეთერო დროის გაყიდვა წარმოადგენს. ასევე  მეგა ტვ-ს შემოსავლებში ერთ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ინტერნეტ მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლებია. ასევე დამფუძნებლის მიერ მეგა ტვ-ს კაპიტალში ჩადებული შემონატანები. აქტიურად მუშაობს მეგა ტვ-ს ოფიციალური ვებ გვერდი , რითაც  ინტერნეტ გაყიდვების ახალი რესურსის მოიზიდვა ხდება.

 2015 წელი მეგა ტვ-სათვის მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი იყო. მან წარმატებით გაართვა თავი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას და საეთერო სტუდიების განახლებას. ქმნის ხარისხიან მედია პროდუქტს  და სატელევიზიო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის,სალიცენზიო/ავტორიზაციისპირობებისა დაქცევის კოდექსისმოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს.  

  

фильмы бесплатно Сначала зайдите на смотреть фильмы, а потом обязательно зайдите сюда это стоит того

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com