“ტელეკომპანია „იმედთან“, რომელიც მთელი დღეა ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტის გაშავებითაა დაკავებული, ვწყვეტ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას. დღემდე მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალის პატივისცემა, მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და თანამედროვე ქართული წიგნის პოპულარიზაციის სურვილი მაკავებდა. ეტყობა ტელევიზიის ადმინისტრაციამ საბოლოოდ გადაწყვიტა, ოლიგარქის მილიონებს და მაგდა ანიკაშვილის უნიჭოდ ცინიკურ მონოლოგებს გადააყოლოს კონსტიტუციით განმტკიცებული ქართველი ხალხის არჩევანი.
ვიცი, დიდად არ დასწყდებათ გული, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია კოლაბორაციონისტებთან სამომავლო ურთიერთობის ფორმატებისთვის” | ზვიად კვარაცხელია.
გამოვედი. ამათმა ვინ უნდა შეაშინონ-გელა ხასაია
"გამოვედი. ამათმა ვინ უნდა შეაშინონ, გნახავთ რუსთაველზე" - წერს "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 16 აპრილს დააკავეს