ტატუირება კავკასიაში და უმეტესწილად ქალის – უძველესი ჩვეულებაა, რომელმაც მხოლოდ ХХ საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო გაქრობა, და იქამდე აშკარად, ათასწლობით ცოცხლობდა. ყველაზე კარგად ეს ჩვეულება დაღესტნელმა მკვლევარმა ჰაბიბ ისმაილოვმა აღწერა. 1991 წლისან 2007 წლამდე მან 500-ზე მეტი ქალი გამოკითხა დაღესტნისა და მთელი იმიერკავკასიის 35 რაიონის 140 სოფელში, რის შემდეგაც კვლევა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გააგრძელა.
სხვათა შორის, კავკასიაში მამაკაცის ტატუც იყო. მაგრამ მე-20 საუკუნეში ასეთი შემთხვევები ძალიან ცოტაა დაფიქსირებული. გრაფიკულად, მამაკაცის ტატუ თითქმის არ განსხვავდებოდა ქალის ტატუებისგან. და, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ მსგავსი ფუნქციები.
ყველაზე გავრცელებული ტატუ არის გეომეტრიული ნიმუშები, ხაზები და წერტილები. ისინი მთელ კავკასიაში იყო გავრცელებული, ქართველები ლოყაზე, შუბლზე და მაჯაზე, ისევე, როგორც სომხებს, წერტილებს სვამდნენ. თითქმის იგივეა ჩრდილოეთ კავკასიის მთიან რაიონებში და აზერბაიჯანულ სოფლებში.
სოფელ ყულში თევზის გამოსახულებები აღმოაჩინეს. ხოლო მთიან დაღესტანში თევზს ზოგჯერ ნაყოფიერების ნიშნად იყენებდნენ. და არა მარტო დაღესტანში, საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჩვეული იყო, რომ უშვილო ქალები ნაყოფიერების მოსაპოვებლად შარვლის ბარძაყზე თევზის გამოსახულებას ქარგავდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლაკი ქალები იმავე მიზანს ესწრაფოდნენ, რასაც ქართველი ქალები, ფეხზე თევზის გამოსახულებებს აწყობდნენ.
სვანეთში არსებულ ტატუირებებს ახსენებს ვერა ბარდაველიძეც, იხილეთ კომენტარში.
სურათზე დაღესტნელი ქალი, ტექსტი ძირითადად აღებულია ჰაბიბ ისმაილოვის კვლევიდან. წყარო_ქართული წარმართობა