ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "ლოკომოტივი" 4:2 დაამარცხა

25 ოქტომბერი, 2017 1 415




ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრა ანგარიშით 4:2 დასრულდა. "ტორპედომ" ამ მოგებით 64 ქულა დააგროვა და ლიდერ "დინამოსთან" ამ ეტაპისათვის 2 ქულამდე შეამცირა სხვაობა.
შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება, გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება თბილისში, "მიხეილ მესხზე" გამართული "ლოკომოტივისა" და "ტორპედოს" შორის 11 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინცინდენტის გამო მიიღო. ტრიბუნებზე დაწყებული ჩხუბის გამო თამაში ჩაიშალა, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა კი ორივე გუნდი 20 ათასი ლარით დააჯარიმა და ორ მატჩზე გულშემატკივრების დასწრების უფლება ჩამოართვა.ქუთაისელმა ფანებმა მატჩზე დასასწრებად ხელმოწერები შეაგროვეს, თუმცა, ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება არ შეცვალა. საფეხბურთო კლუბის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორის, მამუკა მოსიაშვილის განმარტებით, ფედერაციამ მიზეზად გუნდების ქომაგთა შორის ჯერ კიდევ არსებული რისკები დაასახელა.
მიუხედავად აკრძალვისა გულშემატკივრებმა თავიანთი სიყვარული საფეხბურთო გუნდის მიმართ არენის გარეთ დააფიქსირესскачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: