ამბები




ქუთაისში რეპრესირებულთა ხსოვნის დღე აღნიშნეს


ქუთაისში რეპრესირებულთა ხსოვნის დღე აღნიშნეს
 
ქუთაისში რეპრესირებულთა ხსოვნის დღე აღნიშნეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მათ ის მძიმე პერიოდი გაიხსენეს, რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს 1937 წელს მიაღწია. ქუთაისში რეპრესიებს მწერლები, მეცნიერები, და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ემსხვერპლნენ. ქუთაისში რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი მუხნარის ტყე–პარკში სწორედ იმ ადგილას მდებარეობს, სადაც 80 წლის წინ ასობით ადამიანი დახვრიტეს. ცერემონია ყოველწლიურად შალვა ბობოხიძის თაოსნობით იმართება.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com