ამბები




განათლების მინისტრმა ქუთაისის 30-ე სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ , ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში, განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. სკოლაში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია. 
სკოლაში ასევე დასრულდა თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედნის მოწყობა. დიდი სტადიონი მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებებისა და სპორტის რამდენიმე სახეობაში ვარჯიშის საშუალებას მისცემს.

სკოლას ასევე ექნება დახურული სპორტული დარბაზი, რომლის მოწყობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
2015წელს ქუთაისში განხორციელდა 10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რისთვისაც -1,830,973.54 ლარი დაიხარჯა. ასევე 2015 წელს, ქუთაისის მერიის დაფინანსებით მე-17 საჯარო სკოლის ფასადი მოეწყო.


скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com