სოფელ ხრეითში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

28 იანვარი, 2016 2 620


 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია, მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელ ხრეითის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ხრეითელი დასაქმდა, ხოლო ადგილობრივი და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს. საზოგადოებრივი ცენტრი ხრეითში მცხოვრებ 4 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც.

скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: