თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს /MTAVARI/

15 მარტი, 2017 1 783


 
თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს. ლიცეუმის ყოფილმა დირექტორმა პოლკოვნიკმა ალექსი კეკელიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დროშა ახალ დირექტორს პოლკოვნიკ შალვა ძინძიბაძეს გადააბარა. დროშის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს ქუთაისში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ლიცეუმის კურსანტები და პედაგოგები დაესწრნენ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეთაურობის საზეიმო გადაბარების ცერემონიალი პირველად გაიმართა და მინისტრის გადაწყვეტილებით ის ტრადიციად დამკვიდრდება.ღონისძიების დასაწყისში სამინისტროს ხელმძღვანელობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რის შემდეგაც კადეტებს, ლიცეუმის წარმომადგენლებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.თავდაცვის მინისტრმა ლიცეუმის ყოფილ დირექტორს მადლობა გადაუხადა სასწავლებლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ დირექტორს. 
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: