ამბები




„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“-დასუფთავების აქცია ქუთაისში /MTAVARI/


 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აგრძელებს კამპანიას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა". კამპანიის ფარგლებში ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. აქციაში მონაწილეობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიიღეს. ტერიტორია ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალური სერვისების" და წყალტუბოს დასუფთავების სამსახურის ძალისხმევით მოწესრიგდა.აქციას კომპანია ჯეოსელიც შეუერთდა. ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მსგავსი ტიპის აქციები სხვა მუნიციპალური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზეც გაიმართება.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com