ტყიბულის ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს /MTAVARI/

18 იანვარი, 2017 1 544


 
ტყიბულის ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რობიზონ გვენეტაძესთან ერთად დაათვალიერა.
ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ნაგავსაყრელის ტერიტორიის შემოიღობვა, პოლიგონის შიდა გზებისა და წყალარინების არხების მოწყობა,  ნარჩენები საიზოლაციო ფენით იფარება, მიმდინარეობს მიწის კავალიერების მოწყობა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, ხდება ტერიტორიის ელექტროფიცირება, ნაგავსაყრელი აღიჭურვება სპეც-ტექნიკით  და მოეწყობა სამეურნეო ზონა.განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში და ნარჩენები გადაიფარება მიწის საიზოლაციო ფენით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას,
.ტყიბულის ნაგავსაყრელი, რომელიც 32 739 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ტყიბულსა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველთვიურად 455მ/კუბი ნარჩენი შედის.ტყიბულის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში 251 957,00 ლარი შეადგინა.

скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: