ამბები

პარლამენტის შენობასთან ავტომობილების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს /MTAVARI/


 
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან   ავტომობილების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები ხელისუფლებას აქციზის მატების გადაწყვეტილების გაუქმებას თხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს პროცესი თავისთავად გამოიწვევს საწვავზე ფასების მატებას, ავტომობილების ფასების გაზრდას და შესაბამისად, პროდუქტებზე ფასების მომატებასაც. აქციის მონაწილეების განმარტებით, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ და საავტომობილო გზებს გადაკეტავენ. შეგახსენებთ რომ პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით ,  ძვირდება ავტომობილების, საწვავის  და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრება.ამასთან, პარლამენტი ახალი კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მანქანებზე ქონების გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com