ამბები




წყალტობოში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა /MTAVARI/


წყალტობოში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა-ის სურათის შედეგი


შპს „აგრო+"-მა პროგრამა „დანერგე მომავალის" ფარგლებში იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი" მენეჯერმა ლევან დოლიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა წყალტუბოს რაიონში, სოფელ გუბისწყალში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის ბაღი დაათვალიერეს, რომელიც პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 8.4 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში იმერეთის რეგიონში სულ 86.2 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით 1 519 ჰექტარს,შეადგენს ხოლო დაფინანსების მოცულობა 7 მილიონ ლარს აღემატება.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com