,,იპოვე შენი თავისუფლება''- ცაგერი გრანდიოზულ მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

19 ივლისი, 2016 2 436


25 - 26 ივლისს ცაგერში გაიმართება ,,მწვანე ფესტივალი", რომლის მიზანია ცოცხალი და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციით მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის ზრდა. ფესტივალი ცაგერიდან, ,,მწვანე თეატრიდან" დაიწყება და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოივლის.

,,მწვანე ფესტივალის" ფარგლებში ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლებიიმღერებენ (რობი კუხიანიძე, გაგა - ფრანი ჩიხლაძე, ლაშა დადეშქელიანი, Band E Roll, DJ ZAPA).საღამო კი ელექტრონული მუსიკით დასრულდება. საღამოზე დასწრება თავისუფალია.

 ფესტივალის მხარდამჭერია რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნია, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ბარ - რესტორანი პალატი, პრო მოციონ ჯორჯია,,

"მსგავსი ფესტივალი ცაგერში პირველად ტარდება.ორი დღის მანძილზე ფესტივალზე მოსულ ადამიანებს დაუვიწყარ საღამოებს ვპირდებით.ბუნებისა და მუსიკის საოცარი სინთეზი ადამიანებს საშუალებას მისცემთ, იპოვონ საკუთარი თავისუფლება.ჩვენი სლოგანიც სწორედ ეს არის ,,იპოვე შენი თქვისუფლება" - ზურაბ ფანჯარაძე, ერთ - ერთი ორგანიზატორი

 

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: