ხონის სოფლებს დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა

04 იანვარი, 2016 2 147


 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში უხვად მოსულმა ნალექმა, რომელსაც თან დაერთო ქარბუქი,ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებს გელავერს, ახალბედისეულსა და უძლოურს პრობლემები შეუქმნა. თოვლის ნამქერმა საავტომობილი გზა ჩაკეტა და სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტში არსებული სპეციალური ტექნიკა. გაწმენდით სამუშაოებში საგზაო დეპარტამენტიც ჩაერთო. ამჟამად სოფლებში გორდსა და კინჩხაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.ქალაქში გაწმენდილია ცენტრალური გზები,აგრეთვე ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები.ამჟამად ცალკეული უბნები თოვლის საფარისგან იწმინდება. გამგეობაში,დიდთოვლობასთად დაკავშირებით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და შექმნილ ვითარებას კოორდინაციას უწევს.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: