ჰიპ ჰოპ არტისტი დავით პაქსაშვილი, იგივე Ras Green მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ის მესამე სართულიდან გადავარდა, რის შედეგადაც აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები.
მის დასახმარებლად ფეისბუკზე ჯგუფი შეიქნა, სადაც მუსიკოსის მეგობარი წერს:
“გამარჯობათ მეგობრებო, ცუდი ამბავი გვაქვს…
უმაგრესი პირვონება და უნიჭიერესი რეპერი Ras Green დღეს დილით გადმოვარდა მესამე სართულიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება Jerars Clinic-ში. აქვს მრავალი მოტეხილობა და ესაჭიროება სამი ოპერაცია… ვისაც შეგიძლიათ დახმარება Nick Green-ის (ნიკოლოზ ვერძეული) ანგარიშზე ჩარიცხეთ თანხა. ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია!!!
თიბისი / TBC : GE22TB7967045063600036
წინასწარ დიდი მადლობა და გთხოვთ მეგობრები დაამატოთ ჯგუფში. ერთად ვიბრძოლოთ ამ კაცის გადასარჩენად ” – წერს ალექსანდრე დგებუაძე.
დავით პაქსაშვილმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით გაერთიანებასთან თანამშრომლობდა. “მწვანე ოჯახის” წევრმა არტისტმა სადებიუტო ალბომი “56 პრობლემა” 2013 წელს გამოსცა.