...
ამბები

ბულინგის მსხვერპლ სკოლის მოსწავლეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მხარი დაუჭირეს

Avatar
T:555 000 289


რამდენიმე დღის წინ ფეისბუკით გავრცელდა ემოციურ ვიდეო, რომელშიც საშუალო სკოლის მოსწავლე კიტონ ჯონსი ყვება როგორ დასცინიან მას სკოლაში კლასელები და როგორი ბულინგის მსხვერპლია ის.
სოციალური ქსელით ვიდეომიმართვა კიტონის დედამ გაავრცელა. მისი თქმით, პარასკევს მას შვილის სკოლიდან წამოყვანა მოუწია, რადგანაც კიტონს ლანჩის დროს სასადილოში შესვლის ეშინოდა.
"ისინი დასცინიან ჩემს ცხვირს. მახინჯს მეძახიან. მეუბნებიან, რომ არ მყავს მეგობრები", - ამბობს კიტონი ვიდეომიმართვაში. ის, ასევე, ყვება როგორ აბულინგებენ მას სასადილოში, რძეს ასხამენ, ტანსაცმელზე ლორს ადებენ და პურს ესვრია.
"უბრალოდ საინტერესოა, რატომ აკეთებ ამას? რა არის ამის აზრი? რატომ გსიამოვნებთ ის, რომ უდანაშაულო ადამიანებს ბოროტებას უკეთებთ? ეს ნორმალური არაა. არ მომწონს, ამას რომ მიკეთებენ. და, რა თქმა უნდა, ისიც არ მომწონს ამას სხვებს რომ უკეთებენ, რადგან ეს ნორმალური არაა. განსხვავებულობის გამო ადამიანები არ უნდა გააკრტიკოთ. ეს მათი ბრალი არაა", - ამბობს კიტონი.

კიტონის ამ ვიდეომიმართვას ჰოლივუდის ვარსკვლავები გამოეხმაურნენ და ბიჭს თანადგომა გამოუცხადეს.
Avangers-ის ვარსკვლავმა, კრის ევანსმა კიტონი დედასთან ერთად ლოს-ანჟელესში ფილმის მსოფლიო პრემიერაზე დაპატიჟა:
"მტკიცედ დადექი, კიტონ. გპირდები ყველაფერი უკეთ იქნება. სანამ ეს პანკები გადაწყვეტენ, როგორ ადამიანებად უნდათ რომ ჩამოყალიბდნენ, იქნებ შენ და დედაშენი მომავალ წელს ლოს-ანჯელესში Avengers-ის პრემიერაზე წამოხვიდეთ?

სრულად იხილეთ: https://on.ge/

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com