...
ამბები

ევროკავშირში შესაძლოა შაურმა აკრძალონ

Avatar
T:555 000 289


შაურმის მოყვარულებმა შესაძლოა, მისი დაგემოვნება ევროკავშირის ქვეყნებში ვეღარ შეძლონ. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო მუშაობს ხორცის ნაჭრებში ფოსფატის გამოყენების აკრძალვაზე, რაც სწორედ იმ პროდუქტებს შეეხება, რომლებსაც ქუჩაში განთავსებული ობიექტები აქტიურად ყიდიან.

როგორც ევროკავშირის კანონმდებლები აღნიშნავენ, ფოსფატის გამოყენება დაკავშირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებებთან

Daily Mail-ის ინფორმაციით, როგორც შაურმის რეალიზატორები განმარტავენ, ხორცში დანამატების კომპონენტის არსებობა ტრანსპორტირებისას მისი გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლადაა საჭირო, - "შაურმის დიკრიმინაცია თურქული ბიზნესის საწინააღმდეგოდ განზრახ მომზადდა", - ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

როგორც გამოცემა იუწყება, გერმანიის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის თქმით, შაურმის აკრძალვა ათასობით ადამიანს სამსახურის გარეშე დატოვებს. მართლაც გერმანიაში 16 000 ობიექტია, სადაც შაურმა მზადდება. აღნიშნული ობიექტები ყოველდღიურად 3 მილიონ შაურმას ყიდიან, ამ ობიექტებში 10 000-ობით ადამიანია დასაქმებული.

შაურმის რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანონმდებლები სავარაუდოდ, თვის ბოლომდე მიიღებენ.

წყარო: https://www.allnews.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com