ამბები




რობოტმა ჩინეთში სამედიცინო სასერთიფიკაციო გამოცდა ჩააბარა



ხელოვნურმა ინტელექტმა  „სიაო ი“-მ  ჩინეთში სამედიცინო პრაქტიკისთვის საჭირო სალიცენზიო გამოცდა ჩააბარა. ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური არხი CCTV ავრცელებს.
 
ტესტის ჩასაბარებლად 10 საათია განსაზღვრული, რობოტს კი ამისთვის სულ რაღაც 60 წუთი დასჭირდა. „სიაო ი „-მ ტესტში 600-იდან 456 ქულა აიღო, რითაც მინიმალურ ზღვარს 96-ით გადააჭარბა.
 
რობოტმა გამოცდა ჩააბარა შენობაში, სადაც არ იყო WI-FI და არ ჰქონდა წვდომა არავითარ ინფორმაციაზე გარდა იმისა, რაც შემქმნელებმა მასში ჩატვირთეს. რობოტმა 60-ზე მეტი სამედიცინო წიგნი შეისწავლა, მას გამოცდისთვის 6 თვე ამზადებდნენ.
 
ამ გამოცდის ნაციონალური რეკორდი (553 ქულა) მაინც ადამიანს ეკუთვნის. როგორც ექსპერიმენტის ავტორები ამბობენ, „სიაო ი“-ს პრაქტიკოსი ექიმებისთვის დახმარების გაწევა შეუძლია. 

წყარო:agora.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com