ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია

19 სექტემბერი, 2016 1 678




შაბათს, მანჰენეტზე მომხდარ აფეთქებასთან შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილი აჰმად ხან რაჰამი დაკავებულია.
როგორც გამოცემე "ინდეფენდენთი" იტყობინება, რაჰამი ნიუ ჯერსიში, სპეცოპერაციის შედე3გად აიყვანეს.
დღეს, FBI-მ სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა და ფოტო გაავცრელა. ის აშშ-ის მოქალაქე, 28 წლის ეთნიკურად ავღანელი აჰმად ხან რაჰამი აღმოჩნდა, რომელიც ნიუ ჯერსიში ცხოვრობდა. 
შეგახსენებთ, 17 სექტემბერს, ნიუ იორკის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს აფეთქების რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის ფაქტები.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში იყო მოთავსებული. აფეთქების მახლობლად სამართალდამცავებმა მეორე, აუფეთქებელი ბომბიც აღმოაჩინეს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში ხუთი ხელთნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოქალაქებ სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ ნიუ ჯერსის მეტროპოლიტენის სადგურზე, ნაგვის ურნაში საეჭვო ზურგჩანთა შენიშნა.

ადგილზე მისვლისას, პოლიციამ ზურგჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა.

ერთ-ერთი ბომბი მაშინ ამოქმედდა, როდესაც გამნაღმველები მის გაუვნებელჰყოფას დისტანციურად ცდილობდნენ. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

NBC წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ნაპოვნი ბომბები იმ ბომბის იდენტურია, რომელიც შაბათს ნიუ იორკში, მანჰეტენზე აფეთქდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბომბი, რომელიც შაბათს ნიუ იორკში აფეთქდა, ასევე ნაპოვნი აუფეთქებელი ბომბი, იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტურია, რომელიც 2013 წელს, ბოსტონის მარათონის დროს ტერორისტებმა აამოქმედეს.

ამერიკული მედიის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე ბომბის შემთხვევაში, დეტონატორად გამოყენებული იყო მობილური ტელეფონები და ქუჩის დეკორატიული განათებები.

შეგახსენებთ, ტერაქტი ბოსტონში 2013 წელს, მარათონის დროს მოხდა. ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად ფინიშის ხაზთან ააფეთქეს. ბოსტონის ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 260 კი დაშავდა.

წყარო:http://www.newposts.ge/

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: