ამბები




თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეობა აღიარა




თურქეთის სამხედრო - საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა, აკინ ოზთურქმა გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეობა აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. 

ოზთურქისა და კიდევ 100 გენერლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. გადატრიალების მცდელობამდე ის უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი იყო.
მასთან ერთად დაკავებულია თითქმის ასი გენერალი. 
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ გადატრიალების იდეოლოგი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-სგან გიულენის ექსტრადირება მოითხოვა. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს ამ დრომდე ანკარისგან ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. მისი თქმით, გიულენის ექსტრადირებისთვის ანკარამ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, შემდეგ კი მათი შესწავლა მოხდება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com