ამბები

„ვინ იქნება შემდეგი?“ – ამ სათაურით „ისლამური სახელმწიფო“ ინტერნეტში უცნაურ ვიდეოს ავრცელებს


 „ვინ იქნება შემდეგი?“ – ამ სათაურით „ისლამური სახელმწიფო“ ინტერნეტში უცნაურ ვიდეოს ავრცელებს

 

„ვინ იქნება შემდეგი?" – ამ სათაურით „ისლამური სახელმწიფო" ინტერნეტში უცნაურ ვიდეოს ავრცელებს. „მაილ ონლაინის" ცნობით, ასე ისლამისტები ბასტილიის დღეს, ნიცაში მოწყობილ სისხლისღვრას ზეიმობენ.

ვიდეო გაფრთხილებით იწყება.

„ჩვენ შევაღწევთ თქვენს ტერიტორიებზე, მოვალთ თქვენს წვეულებებსა და არდადაგებზე და მოგკლავთ, დაგწვავთ და გაგანადგურებთ," - მიმართავს „ისლამური სახელმწიფო" დასავლეთს.

ვიდეოში ნათქვამია, რომ „ისლამური სახელმწიფო" 14 ივლისს, ეიფელის კოშკთან მომხდარ აფეთქებაზე, რომელიც თითქოს საფრანგეთის მთავრობის მტკიცებით აფეთქება პიროტექნიკამ გამოიწვია, პასუხისმგებლობას იღებს.

ვიდეოში ასევე ნაჩვენებია კადრები გასულ წელს პარიზში მომხდარი თავდასხმების, ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის ჩამოდგების, ასევე ბრიუსელსა და ორლანდოში მომხდარი თავდასხმების ამსახველი კადრები.

„სისხლი სისხლის წილ," - ნათქვამია მიმართვაში.

ვიდეო კლიპი შემდეგი შეკითხვით მთავრდება - „ვინ იქნება შემდეგი?"

ვიდეოში არ არის ნათქვამი, რომელი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს „ისლამური სახელმწიფოს" შემდეგი სამიზნე.

 

http://www.dailymail.co.uk/news/article-3693831/ISIS-claim-responsibility-ACCIDENTAL-fireworks-blaze-Eiffel-Tower-bizarre-new-video-montage.html?ito=embedded

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com