ექვსი ადამიანი გარდაიცვალა სომხეთში „ღორის გრიპით“ გამოწვეული გართულებებით


 

ექვსი ადამიანი გარდაიცვალა სომხეთში „ღორის გრიპით" გამოწვეული გართულებებით. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით სამი ადამიანი ახალ წლამდე გარდაიცვალა, ხოლო - სამი 2016 წლის იანვარში. ბოლო მონაცემებით ვირუსის მწვავე შემთხვევებით რეამინაციაში 82 პაციენტი იმყოფება, შვიდი ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. რვა ადამიანის მდგომარეობა ძალიან რთულია. სულ ჰოსპიტალიზებულია 662 ადამიანი. ექიმების განცხადებით „ღორის გრიპი „ ფილტვებზე მძიმე გართულებებს იწვევს. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია თურქეთში „ღორის გრიპით" ხუთი ადამიანის დაღუპვის შესახებ.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com