აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე 243-ედ აღინიშნა

05 ივლისი, 2019 69


აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე  243-ედ აღინიშნა

შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის 243 წელი აღნიშნეს. პირველად ბოლო 27 წლის განმავლობაში ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი ჩატარდა. საზეიმო ღონისძიებაზე დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში დონალდ ტრამპმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
ლინკოლნის მემორიალთან გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის არმიის წარმომადგენლებს დაუთმო და განაცხადა , რომ ამერიკელი ერი ახლა ყველაზე ძლიერია ვიდრე ოდესმე.

ღონისძიების ბოლოს სამხედრო თვითმფრინავების მონაწილეობით ავია-შოუ გაიმართა. 4 ივლისის აღნიშვნა, ტრადიციულად გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა ზეიმმა ვაშინგტონში საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. დონალდ ტრამპის პოლიტიკა მისმა მოწინააღმდეგეებმა ლინკოლნის მემორიალთან ახლოს გააპროტესტეს. მათ ეროვნულ მოლზე პრეზიდენტ ტრამპის გამოსახულების უზარმაზარი საჰაერო ბურთი გამოიტანეს, რომელიც ბავშვის საფენებში იყო ჩაცმული. ეგრეთ წოდებული "ბეიბი ტრამპი" კონსტიტუციის გამზირთან ახლოს დადგეს.
დამოუკიდებლობის დღის აღლუმის  დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის კამათი მოხდა.
ოპონენტების უკმაყოფილება ღონისძიებაში სამხედრო ტექნიკის გამოყენების ფაქტმა გამოიწვია.  მათი განმარტებით, 4 ივლისი სამხედროების დღე არ არის და გარდა ამისა, ამერიკის ბიუჯეტს ეს ძვირი უჯდება.



აშშ-მა დამოუკიდებლობა 1776 წლის 4 ივლისს გამოაცხადა. სწორედ ამ დღეს ამერიკის 13 კოლონიის წარმომადგენლებმა ოფიციალურად მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, სადაც დიდ ბრიტანეთთან კავშირების გაწყვეტის შესახებ გამოცხადეს.
ერთი წლით ადრე, დამოუკიდებლობისათვის ომი დაიწყო, რომელიც 1783 წელს, პარიზის ხელშეკრულებით დასრულდა და მას ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენიტეტის ფორმალური აღიარება მოჰყვა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთერთი ავტორი-დოკუმენტისა, რომელიც ყველა ადამიანის თანაბარ უფლებებზე საუბრობს ღვთის წინაშე-ერთ დროს მონათმფლობელი თომას ჯეფერსონი იყო. შემდეგ ის ამერიკის მესამე პრეზიდენტი გახდა.

ჯეფერსონი ამ დოკუმენტის ერთადერთი მონათმფლობელი ავტორი არ ყოფილა. ასეთივე იყო ჯორჯ ვაშინგტონიც, რომელსაც ასამდე მონა ჰყავდა.
მონობის აქტიური მოწინააღმდეგე იყო ჯონ ადამსიც-ამერიკის შეერთებუოლი შტატების მეორე პრეზიდენტი. ამ საკითხის დარეგულირება მხოლოდ სამოქალაქო ომის დასრულებისას, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 80 წლის შემდეგ მოხერხდა.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: