დამოუკიდებლობის დღეს ვაშინგტონში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართება

04 ივლისი, 2019 59


დამოუკიდებლობის დღეს ვაშინგტონში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართება

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონში ტანკები ჩაიყვანეს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით 4 ივლისს აშშ-ის დედაქალაქში მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართება, რომელშიც მძიმე ტექნიკა და ავიაციაც მიიღებს მონაწილეობას.
ოპონენტების ნაწილი ტრამპის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ამერიკელი ხალხის ეროვნულ დღესასწაულს წინასაარჩვენო კამპანიისთვის იყენებს. დემოკრატები ტრამპს ამერიკელი სამხედროების პოლიტიზებაშიც სდებენ ბრალს. საპასუხოდ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აღლუმის შემდეგ დაგეგმილ გამოსვლაში ტრამპი არა პოლიტიკაზე, არამედ პატრიოტიზმზე გაამახვილებს ყურადღებას.
4 ივლისის აღლუმისთვის ვაშინგტონში მძიმე ტექნიკა ჯორჯიის შტატში მდებარე ამერიკული ბაზიდან ჩაიტანეს. აღლუმს დაესწრებიან ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები და პენტაგონის წარმომადგენლები.

აშშ-მა დამოუკიდებლობა 1776 წლის 4 ივლისს გამოაცხადა. სწორედ ამ დღეს ამერიკის 13 კოლონიის წარმომადგენლებმა ოფიციალურად მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, სადაც დიდ ბრიტანეთთან კავშირების გაწყვეტის შესახებ გამოცხადეს.
ერთი წლით ადრე, დამოუკიდებლობისათვის ომი დაიწყო, რომელიც 1783 წელს, პარიზის ხელშეკრულებით დასრულდა და მას ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენიტეტის ფორმალური აღიარება მოჰყვა.
დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთერთი ავტორი-დოკუმენტისა, რომელიც ყველა ადამიანის თანაბარ უფლებებზე საუბრობს ღვთის წინაშე-ერთ დროს მონათმფლობელი თომას ჯეფერსონი იყო. შემდეგ ის ამერიკის მესამე პრეზიდენტი გახდა.
ჯეფერსონი ამ დოკუმენტის ერთადერთი მონათმფლობელი ავტორი არ ყოფილა. ასეთივე იყო ჯორჯ ვაშინგტონიც, რომელსაც ასამდე მონა ჰყავდა.
მონობის აქტიური მოწინააღმდეგე იყო ჯონ ადამსიც-ამერიკის შეერთებუოლი შტატების მეორე პრეზიდენტი. ამ საკითხის დარეგულირება მხოლოდ სამოქალაქო ომის დასრულებისას, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 80 წლის შემდეგ მოხერხდა.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: