ამბები




ტრამპმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ




თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „ერთსულოვნად უდგას გვერდში“ თავის „უახლოეს მოკავშირეს“, დიდ ბრიტანეთს და მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებას ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით.
 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეს-მდივანმა ბრალი დასდო რუსეთს მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრაში.
 
 
როგორც BBC-ის ჩრდილოეთ ამერიკის რედაქტორმა ჯონ სოპელმა განაცხადა, თეთრი სახლის განცხადება შესამჩნევია იმით, რომ ის უპირობო მხარდაჭერას სთავაზობს ტერეზა მეის და ის ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზადაა ისაუბროს რუსეთზე - იყენებს რა ენას, როგორიც მანამდე თეთრი სახლისაგან არ ყოფილა გამოყენებული.
 

განცხადებაში ტრამპის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს სურს გააჩნდეს გარანტია, რომ „ასეთი სახის საზიზღარი თავდასხმა არ მოხდეს კვლავ“.
 

მან რუსი დიპლომატების დიდი ბრიტანეთიდან გაძევება აღწერა, როგორც „მხოლოდ პასუხი“.
 

„რუსეთის მხრიდან ეს ბოლო ქმედება ქცევათა იმ ნორმას განეკუთვნება, რომლითაც რუსეთი არაფრად აგდებს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, ძირს უთხრის მსოფლიოს ქვეყნების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, და დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დანგრევას და დისკრედიტირებას ცდილობს“, განაცხადა სანდერსმა.
 
 
დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი განაცხადა აეხსნა თუ როგორ იქნა გამოყენებული რუსული წარმოების ქიმიური ნივთიერება ყოფილ ჯაშუშზე სოლსბურიში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ ოთხშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
 

მისი თქმით, დიპლომატები, რომლებსაც ბრიტანეთის დასატოვებლად ერთი კვირა აქვთ მიცემული, იდენტიფიცირებული არიან, როგორც „არადეკლარირებული სადაზვერვო ოფიცრები“.
 

როგორც BBC იუწყება, მან ასევე გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევა და განაცხადა, რომ სამეფო ოჯახი არ დაესწრება რუსეთში 2018 წლის „ფიფას“ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს.
 

რუსეთი უარყოფს რომ ჩართული იყო სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში. (განაგრძეთ კითხვა)

წყარო:guardian.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com