ამბები

შსს-ს საპატრულო პოლიციის ფეხბურთის გუნდი ოქროს ლიგის გამარჯვებულია


შსს-ს საპატრულო პოლიციის ფეხბურთის გუნდი ოქროს ლიგის გამარჯვებულია
 

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ოქროს ლიგაში მოასპარეზე საპატრულო პოლიციის გუნდმა მინი ფეხბურთში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ახალ სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს შსს-ს საპატრულო პოლიციის და „ნატახტარის" გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 1:2 „ნატახტარის" უპირატესობით დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმში კი ანგარიში საპატრულო პოლიციის ფეხბურთელმა ლაშა ცხაკაიამ გაათანაბრა. შეხვედრის დასასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ფინალური შეხვედრა ანგარიშით 3:2 საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდს ჩემპიონის თასი და მედლები გადაეცა. ოქროს ლიგის საუკეთესო მეკარედ შოთა ღურბელეიშვილი დასახელდა, საუკეთესო მცველის ტიტული კი თემურ რაქვიაშვილმა მოიპოვა.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში" ასპარეზობისას საპატრულო პოლიციისა და „ნატახტრის" გუნდები ერთმანეთს ექვსჯერ დაუპირისპირდნენ. თითო გუნდს სამ-სამი მოგება ჰქონდა. ფინალური შეხვედრა რიგით მეშვიდე დაპირისპირება იყო, რომელიც შსს-ს საპატრულო პოლიციის გამარჯვებით დასრულდა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com