ამბები




მარნეულში ძიოდოს ჩემპიონატი გაიმართება


 

მარნეულში ძიოდოს ჩემპიონატი გაიმართება


მარნეულში თენგიზ ნავერიანის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება პირველი ლიგაში– ძიუდოში

 

11 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგში", გაიმართება ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, თენგიზ ნავერიანის, სახელობის საკლუბო ჩემპიონატი პირველი ლიგაში,2000-2001 წლებში დაბადებულთა შორის.

აღსანიშნავია, აღნიშნულ ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით არსებული 31 კლუბი მიიღებს მონაწილეობას, სადაც საპრიზო ფონდი 20 ათას ლარს შეადგენს.

შეჯიბრის ორგანიზატორები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ძიუდოს ფედერაციადა მარნეულის მუნიციპალიტეტია.

სპორტული ღონისძიების ფინალური შეხვედრები 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ჰიმნის ჰანგების თანხლებით, საზეიმოდ გაიხსნება, სადაც ქართულ საცეკვაო ნომერს შეასრულებს მარნეულის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ენგური". ღონისძიების ფარგლებში, საპატიო სტუმრები სიტყვით წარსდგებიან დამსწრე საზოგადოების წინაშე.

ღონისძიებას დაესწრებიან ძიუდოს ფედერაციის, ქვემო ქართლის გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობის ძელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და სხვა მოწვეული სტუმრები.


საკლუბო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მონაწილე და გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან სპეციალური სიგელებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com