ამბები

13-14 მაისს თბილისში კარატეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება


 

13-14 მაისს თბილისში  კარატეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

 
 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ევროპის ჩემპიონატის წინ კარატეს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და წარმატება უსურვა

„ 13-14 მაისს თბილისის ახალი სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპირველობა საუკეთესოებს უფროსებში და ახალგაზრდებში გამოავლენს.

თბილისურ ევროპის ჩემპიონატზე 20-ზე მეტი ქვეყნის 327 სპორტსმენი გამოვა.

ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული გეგმით ემზადება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც შეჯიბრების დაწყებამდე ერთიკვირით ადრე დასკვნით შეკრებაზე გადავიდა. მსგავსი მაღალი დონის ტურნირი საქართველოში არჩატარებულა, შესაბამისად ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტიც და საქართველოს ნაკრებიც ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადება, რათა შეჯიბრებამ უმაღლეს დონეზე ჩაიაროს, ჩვენმა კარატისტებმა კი თბილისში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ.

შეგახსენებთ, შარშან ვარშავაში გამართულ ევროპის პირველობაზე ისტორიული ფაქტი მოხდა, 70 კილოში ქართული ფინალი შედგა - გამოცდილმა ლაშა ხაჭაპურიძემ, ახალგაზრდა ანდრეი ზინჩენკოს მოუგო. ხაჭაპურიძე და ზინჩენკო წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მოგების უმთავრესი ფავორიტები არიან.” ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.

 

13-14 მაისს თბილისში  კარატეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

13-14 მაისს თბილისში  კარატეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება




скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com