ცნობილი ქუთაისელი ფალავანი ჰენრიკ (ტანტრე) მნაცაკანიანი გარდაიცვალა

09 ივლისი, 2019 219



გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი ფალავანი, სპორტის ოსტატი ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქართულ ჭიდაობაში ჰენრიკ (ტანტრე) მნაცაკანიანი.
სახელოვანი ფალავანი თბილისში დაიბადა, თუმცა მისი სპორტული კარიერა და წარმატებები ქუთაისს უკავშირდება.
ნიჭიერი ფალავანი (1960-1964 წლებში) იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი,
საბჭოთა კავშირის პრიზიორი და მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული.
ის გამოირჩეოდა ჭიდაობის მაღალი კლასით, დახვეწილი ტექნიკით, სწრაფი იერიშებით და შესაშური ბრძოლისუნარიანობით.
ლენინგრადში (პეტერბურგში) ერთ-ერთი ასპარეზობისას ნეკნი გაუტყდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მის პიროვნებაში ჭიდაობის სიყვარული, რომ ტკივილებს გაუძლო, რუსი მეტოქე დაამარცხა და გამარჯვების კვარცხლბეკზე ავიდა.
სახელოვანმა ფალავანმა ღირსეული კვალი დაამჩნია ქართული სპორტის აღმასვლას. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად. მისი შეგირდები წარმატებით ასპარეზობდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ტურნირებზე.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: