ქუთაისელი მკლავჭიდელების კიდევ ერთი გამარჯვება

01 ივლისი, 2019 211


ქუთაისელი მკლავჭიდელების კიდევ ერთი გამარჯვება

ქუთაისელი მკლავჭიდელების კიდევ ერთი წარმატება ევროპის ჩემპიონატზე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალგაზრდულში გუნდური პირველი ადგილი, პარამკლავჭიდში პირველი და უფროს ასაკში მეორე ადგილი დაიკავა. ამ წარმატებაში კი დიდი წვლილი სწორედ ქუთაისელმა სპორტსმენებმა შეიტანეს.
საბერძნეთში გამართულ ჩემპიონტაზე ოთხმა ქუთაისელმა პარამკლავჯიდელმა მოიპოვა გამარჯვება. ვახტანგ ახობაძემ და ბექა ცაგარეიშვილმა ვერცხლის მედლები მოუტანეს გუნდს, ხოლო ზურაბ ბუცხრიკიძემ და რევაზ თევდორაძემ ბრინჯაოს. წარმატებული აღმოჩნდა ჩემპიონატი ქუთაისელეი გიორგი ამბროლაძისთვის, მან 21 წლამდელებში მარცხენა მკლავში ოქროს მედალი მოიპოვა და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. კიდევ ერთი ოქროს მედალი კი გუნდს 18 წლამდელებში მძიმე წონით კატეგორიაში გიგა ბერაძემ მოუტა.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: