თბილისში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად 26 წლის მუშა გარდაიცვალა



ნინო ჟვანიას #10-ში მიმდინარე მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა, 26 წლის იყო.

მისივე განმარტებით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია.

„ჩვენი მუშა იყო. მშენებლობაზე შიდა სამუშაოებს ასრულებდა. აივანზე გავიდა და იქედან გადავარდა. ზოგადად, უსაფრთხოების ზომები დაცულია“, - განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.
თბილისში, ნინო ჟვანიას №10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა ცოტა ხნის წინ გადმოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო:ambebi.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com