თამთას ჯანმრთელობას გიორგი გეგია დაიცავს

04 თებერვალი, 2018 5 727



თამთა ჩარგეიშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მის ჯანმრთელობას ნეიროქირურგი გიორგი გეგია დაიცავს, ამის შესახებ ფეისბუქზე ლევან ქუთათელაძე წერს:
"ღვთის წყალობით სასიხარულო ამბავი მაქვს, სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. შეშუპება შეჩერდა და აღარ გაგრძელდება. ანალიზები ნორმალურია.მთავარმა ექიმმა გიორგი გეგიამ გადარჩენის გარანტია მოგვცა.საიმედო ხელშია ღუდუშაურის კლინიკაში.ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის.
დიდება უფალს! 
დღითიდღე კარგისკენ მიდის ყველაფერი.
მოლოდინი და იმედები გაცილებით მეტია!
ყველამ ვილოცოთ. -წერს ქუთათელაძე.
ხონში, ავტოავარიისას დაშავებული 15 წლის გოგონა თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.  
შეგახსენებთ, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. თვითმხილეველების თქმით, გოგონა დედასთან ერთად ავტომობილით სახლში მიდიოდა. შუქნიშანზე მდგომ დედა-შვილის ავტომობილს დიდი სიჩქარით მოძრავი  პიკაპი დაეჯახა.
  p.s. გიორგი გეგია, ცნობილი ექიმის, ელვარდ გეგიას ვაჟია. ​https://megatv.ge/news/9430-chumi-qvelmoqmedeba-ambavi-romelic-19-wlis-win-moxda.html​​​



скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: