ამბები




სოფლები საქართველოში, სადაც 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს



საქართველოში სოფლების დაცლის საკითხი დიდი ხანია აქტუალურია. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ორგანომ "მთის კანონიც" კი მიიღო, რომელიც სოფლად დასახლებულთათვის შესაბამისი პირობების შექმნას გულისხმობს. თუმცა, სოფლებიდან მოქალაქეთა ურბანულ ცენტრებში გადაბარგების შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ასეულობით სოფელი გაუკაცრიელდა ან რამდენიმე მოქალაქის იმედად დარჩა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ შიდა მიგრაციის ტენდენცია განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში შეინიშნება.

Allnews.ge გთავაზობთ საქსტატის მონაცემებს, თუ რამდენ სოფელში ცხოვრობს 10 და ნაკლები ადამიანი და რამდენი სოფელი დაიცალა ხალხისგან. 
მონაცემების მიხედვით, თბილისის შემოგარენში, ყველაზე მცირერიცხოვანი ვაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კვესეთია, სადაც 8 ადამიანი ცხოვრობს.

სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია ხდება კახეთის რეგიონშიც. მაგალითად, სოფელი სეროდანი, პანტიანი და მარიამჯვარი რამდენიმე მაცხოვრებლის ამარაა დარჩენილი; სოფლები ფხოველი, ბოტკო და ხინჭები კი უკვე ბოლომდე დაიცალა, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში აღარავინ ცხოვრობს. სოფლად მცხოვრებთა რაოდენობა მცირდება საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ჯამში 13 სოფელში 10-მდე მაცხოვრებელი დარჩა. 

მოსახლეობისგან იცლება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები, დაახლოებით 89 სოფელში, ცალ-ცალკე მცხოვრებთა რაოდენობა 10-ს არ აღემატება, დაახლოებით 39 სოფელი კი მთლიანად დაცლილია.

თიანეთის მუნიციპალიტეტში კი 10-მდე მაცხოვრებელი 13 სოფელს ჰყავს, საიდანაც სამში მოსახლეთა რაოდენობა ორს არ აღემატება. ამავე ტერიტორიულ ერთეულზე მაცხოვრებლებისგან დაცლილია 14 სოფელი.

რაც შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, აქ 21 სოფელში აღარ ცხოვრობენ, 5 სოფელში კი მცხოვრებთა რაოდენობა ძალიან მცირეა, სამ მათგანში კი 2-ს არ აღემატება.

ერთ-ერთი რეკორდსმენი ამ კუთხით თუშეთია, კერძოდ, ომალოს თემში დაცლილი სოფლების რაოდენობა დაახლოებით 48-ა.
რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, აქ მოქალაქეებისგან 8 სოფელი იცლება, უკვე დაცლილი კი ათეულობით სოფელია, მათ შორის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი, წყალტუბოში 3. განაგრძეთ კითხვაскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com