ამბები




იაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცემიით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა



იაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, ბიჭი თავდაპირველად დაბალი სიცხით მარნეულში, "ავერსის" კლინიკაში იქნა მოთავსებული, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 18 იანვარს გარდაიცვალა.

"ვადასტურებ, რომ დიაგნოზი მენინგოკოქცემიაა და ბავშვი ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ეს არის პირველი შემთხვევა, მარნეულში არანაირი ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. #8 საჯარო სკოლაში, იმ კლასში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ, ავუხსენით მშობლებს და მოსახლეობას, რომ ეს არ არის ეპიდემია. გარდაცვლილის კლასელების მშობლებს პროფილაქტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მივეცით", - განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.

თავის მხრივ, მარნეულის რესურს-ცენტრში აცხადებენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოები #8 საჯარო სკოლაში გუშინ ჩატარდა და დღეიდან სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი" საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა. როგორც სააგენტოსთან საუბრისას დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, 7 წლის ბავშვის შემთხვევა წელს აღნიშნული დიაგნოზით გარდაცვალების პირველი რეგისტრირებული შემთხვევაა.

"იაშვილის კლინიკაში მცირეწლოვანი მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა. ეს წელს პირველი შემთხვევაა. მენინგოკოქცემია ძალიან მძიმე დაავადებაა და სამწუხაროდ, ფატალურად სრულდება ხოლმე. გასულ წელს, თუ არ ვცდები, მენინგოკოქცემიის 10-მდე შემთხვევა იყო. ძალიან იშვიათი დაავადებაა. რაც შეეხება მენინგიტს, ეს ბევრია, თუმცა თუ დაავადება მენიგოკოკურით არის გამოწვეული და მენინგოკოქცემიაა, ის არის მძიმე", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წყარო:"ინტერპრესნიუსი"скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com