ამბები

"დედამ ჯერ არ იცის, რომ 11 წლის ნანატრი შვილი აღარ ჰყავს" - მანქანამ საბავშვო ბაღის ეზო შეანგრია და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა



14 იანვარს, ძველით ახალი წლის დღეს, ქობულეთის დაბა ოჩხამურში ტრაგედია დატრიალდა, სადაც 3 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა მორიგ ავტოავარიას. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის-მე 5 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულსხმობს.

რიონ გოგიტიძე, ოჩხამურის მკვიდრი:
- მირზა ასამბაძე და ნატო გოგოხია ოჩხამურელები არიან, სიყვარულით დაქორწინდნენ, მაგრამ 11 წელიწადი შვილი არ ჰყავდათ, ამდენი წლის ლოდინის შემდეგ შეეძინათ პატარა, რომელიც ნასვამმა მძღოლმა წამებში გამოაცალა მშობლებს ხელიდან. ბოლო ხანს ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა, მაგრამ ბავშვი ბებია-ბაბუებთან ხშირად დაჰყავდათ. ამ საღამოსაც, როცა ეს უბედურება მოხდა, ნატოს შვილი მეუღლის მშობლების სახლიდან დედ-მამის სახლში გადაჰყავდა. რისთვისაც ქუჩის გადაკვეთის შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში უნდა გაევლო. დედა-შვილი უკვე საბავშვო ბაღის ეზოში იყვნენ გადასულები, როცა ტრასაზე დიდი სიჩქარით მომავალი, ოპელის მარკის მანქანა გზას ასცდა, საბავშვო ბაღის ეზო შეანგრია და დედა-შვილს დაეჯახა... ასე გათავდა ყველაფერი.

განაგრძეთ კითხვაскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com