...
ამბები

ამაღამ მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი მთელი საქართველოსთვის

Avatar
T:555 000 289


17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, თბილისში დღეს, გვიან ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი, დედაქალაქის გარეუბნებში კი ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება. ასევე, დღეს გვიან ღამით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე ზოგჯერ 17-22 მეტრი წამში იქნება.

15-16 იანვარს კი აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები შენარჩუნდება, ზოგან მოსალოდნელია ნისლი. თბილისში სუსტი თოვაა მოსალოდნელი. შესაძლოა, იყოს ნისლიც.

15 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

ამასთან, 15-17 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში, კერძოდ, ახალქალაქში, ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ღამით -15 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

"ინტერპრესნიუსი"скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com