...
ამბები

"მოკლული ხელში აიყვანა და ხევში გადააგდო..." - 19 წლის დავით ტორიაშვილის სადისტური მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

Avatar
T:555 000 289


19 წლის დავით ტორიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის ნიკოლოზ ქისტაურს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა მისთვის წაყენებული ბრალი საკმაოდ მძიმეა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილს ოჯახის წევრები და ძალოვნები 29 დეკემბრიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს გაუჩინარდა დათო ტორიაშვილი, მას მერე უამრავი მისი ახლობელი და მეგობარი დაიკითხა, მაგრამ რამდენიმე დღე მის კვალს ვერსად მიაგნეს.

10-დღიანი ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ ის სადისტურად იყო მოკლული. სამართალდამცავებმა დავით ტორიაშვილის ცხედარი ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროზე იპოვეს. ირკვევა, -0:29რომ მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაცია ბევრ ადამიანს ჰქონდა, უფრო მეტიც, ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ უცდია ფაქტის გახმაურება. სწორედ ამიტომ სამართალდამცავებმა ნიკოლოზ ქისტაურთან ერთად ბრალი სხვა ადამიანებსაც წაუყენეს და ისინი დააკავეს. ქისტაურის მეგობარ ქალს ნატო მელქაძეს და გიორგი იობიძეს დანაშაულის დაფარვაში ედებათ ბრალი. სასამართლომ მათაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხოლო სამ პირს: ირაკლი შენგელიას, რუსლან ხორგუანს და ზაზა ლაგვილავას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. ისინი წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ. სასამართლო პროცესზე პროკურორმა მათთვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება მოითხოვა და სამივე ბრალდებულს 2000- 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

kvirispalitra.ge-ს ჟურნალისტი, სადისტური მკვლელობის გაუხმაურებელ დეტალებზე წერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. იმ საბედისწერო დღეს დათო ტორიაშვილი ორთაჭალაში, წითლანაძის 19 ნომერში სტუმრად მივიდა. სწორედ იქ ჰქონდა ქისტაურს ნაქირავები ბინა. როგორც ირკვევა, სწორედ ამ ნაქირავებ ბინაში მოხდა მკვლელობა. იქ სუფრა იყო გაშლილი. ქისტაურთან და ტორიაშვილთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა ქისტაურის რამდენიმე მეგობარი. ბიჭები ერთად სვამდნენ, მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოძიება არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა საკითხზე იკამათეს ახალგაზრდებმა, ბრალში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის დროს შურისძიების მოტივით ქისტაურმა განიზრახა ტორიაშვილის მკვლელობა, აიღო დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი გადაჭრილი სანადირო თოფი და იქვე, მეგობრების თვალწინ ესროლა ტორიაშვილს.

თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო და იქაურობას გაცლოდა, მაგრამ კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე, ამის შემდეგ დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ყელი გამოჭრა. მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებული კვალის დაფარვას შეუდგა, მეგობრები იხმო შემთხვევის ადგილზე. მის ბინასთან მისულებს უთხრა, რომ კაცი ჰყავდა მოკლული და სთხოვა ცხედრის გადამალვაში დახმარებოდნენ. არც ერთი მათგანი მის წინადადებას არ დათანხმდა. თუმცა ცხედარი ბიჭებმა ნახეს. კვალის დაფარვას თავად შეეცადა ბრალდებული. გამოძიების მასალებით, მოკლული ბიჭი ხელში აიყვანა ქისტაურმა და იქვე, ხევში გადააგდო. ამის შემდეგ მოასუფთავა შემთხვევის ადგილი და სისხლიანი ნივთებს, კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა  წაიკითხეთ ვრცლად
წყარო: www.kvirispalitra.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com