...
ამბები

"ამ დაავადებით მსოფლიოში 4 მილიონამდე ადამიანი იღუპება..." - პრობლემები, რომლებსაც მწეველები ყურადღებას არასოდეს აქცევენ

Avatar
T:555 000 289


ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მობილურით გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც უფროსები, უმეტესად, მშობლები მცირეწლოვან პატარებს სიგარეტს სიცილ-კისკისით აწევინებენ, მეტიც, ამ საქმეში ახალისებენ ბავშვებს. 

რა ზიანს აყენებს თუნდაც, ასე ხუმრობით შეთავაზებული სიგარეტის ერთი ღერი პატარას ჯანმრთელობას, მის ფსიქიკას და ზოგადად, რა გავლენას ახდენს თამბაქოს გამოყენება ადამიანის ორგანიზმზე, როგორია მწეველობით დაავადებულთა სტატისტიკა - ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ვაჭარაძე გვესაუბრება

"ის, რომ პატარას ვინმე სიგარეტს აწევინებს, ეს უპირველესად, იმ ადამიანების შემეცნებისა და ინტელექტის -0:14დაბალ დონეზე მიუთითებს. ამას ხელს უწყობს ტელევიზიაც, ქართული თუ უცხოური სერიალები, სადაც თამბაქოს მოწევა წახალისებულია. კომერციალიზაციას ვწირავთ ჩვენს ჯანმრთელობას?! რატომ? არ გვყოფნის მანქანების გამონაბოლქვი, მძიმე გარემო პირობები? მაგრამ ამ ყველაფერში ჯანმრთელობის შელახვის ძირითადი მიზეზი მაინც სიგარეტია," - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი. მისი თქმით, დიდი შრომისა და წვალების ფასად მიღებული მწეველობის ამკრძალავი კანონი, რომელიც მთელ ცივილურ სამყაროში, რამდენიმე ათეული წელია მუშაობს, ჩვენთან ვერა და ვერ ამოქმედდა... ამიტომ, მიიჩნევს, რომ უნდა გამოქვეყნდეს იმ დეპუტატების გვარები, რომლებიც ამ საკითხს აფერხებენ.

"სიგარეტი მსუბუქი მოქმედების ნარკოტიკია და ამ ვიდეოს მოქმედი გმირები, რა თქმა უნდა, უნდა გამოაშკარავდნენ, ამაში უნდა ჩაერთოს ყველა, ვისაც ეხება - სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოიყენონ ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობს და ასეთი ფაქტები აღარ იქნება. თან, მსგავსი ვიდეოების სოციალურ ქსელში გავრცელება რამდენიმე ე.წ. ლაიქისთვის, რომ ოჯახის წევრებმა პოპულარობა მოიხვეჭონ, დანაშაულია და სასიცოცხლო პროცესებზე ცუდ გავლენას ახდენს! - განმარტავს კახა ვაჭარაძე. 

ექიმის თქმით, დღეს მსოფლიო შეთანხმებულია, რომ სიგარეტი ადამიანის ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის საზიანო პროცესებს პროვოცირებს. საშინელი სტატისტიკაა ისიც, რომ მწეველთა 80% განვითარებად ქვეყნებზე მოდის, მათ შორისაა, საქართველოც. 

მწეველებში ჭარბობენ ახალგაზრდები, რომლებიც ადრეულ ასაკში იწყებენ თამბაქოს მოხმარებას, რის შემდეგაც იღებენ სასუნთქი გზების სხვადასხვა დაზიანებას, მაშინ, როცა სასუნთქი გზების ჩამოყალიბება 25 წლის ასაკში სრულდება! 

- უშუალოდ რას აზიანებს მოწევა?
- აზიანებს ტრაქეაბრონქიალურ გზას - ორგანიზმში იწყება როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური ცვლილებები. ეს არის განვითარების დეფექტები, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ანომალიის განვითარებას, შეიძლება გამწვავდეს თანდაყოლილი პროცესებიც. რაც შეეხება ფუნქციონალურ მდგომარეობას, ამ დროს ორგანიზმში ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები იწყება, - ობსტრუქციული ბრონქიტები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რაც საკმაოდ საშიშია! ამ დაავადებით მსოფლიოში დაახლოებით 4 მლნ ადამიანი იღუპება, ამასთან, ფილტვის კიბოთი. არსებობს პნევმონიის, ტიპერკულოზის, ასთმის განვითრების რისკები. დადგენილია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა 70-80% მწეველები არიან. 

ბატონი კახას თქმით, საქართველოში წლის განმავლობაში 42 000 ადამიანი იღუპება, 11 000 კი მწეველობის მიზეზით, ხოლო 3-4 ათასამდე ადამიანი, მხოლოდ იმიტომ იღუპება და უჩნდება სერიოზული პრობლემები, რომ პასიური მწეველია. ისინი ცხოვრობენ, ან მუშაობენ სიგარეტით დაკვამლიანებულ გარემოში, რასაც მეორადი კვამლი ჰქვია. 

ექიმი დასძენს, რომ არსებობს ასევე "მესამედი კვამლიც", რომელთანაც ადამიანებს ასევე უწევთ შეხება, - ეს სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ტანსაცმელია, ნივთები, ოთახი - კვამლი ყველგან და ყველაფერში აღწევს. 

"როგორც აღვნიშნეთ, რაც უფრო ადრე იწყებს ადამიანი მოწევას, უფრო მაღალია დაავადებების განვითარების რისკი. მწეველობის უარყოფითი გავლენა აისახება არა მარტო სასუნთქ გზებზე, არამედ ენდოკრინულ სისტემაზე, კუჭნაწლავის ტრაქტზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულსისხლძაღვთა სისტემაზე, არ არსებობს ორგანო, რომელსაც ნიკოტინი არ აზიანებს, მწეველის ორგანიზმი ნებისმიერი ინფექციისთვის აბსოლუტურად ტოლერანტულია. ამასთან, პრობლემები ექმნება გულსისხლძარღვთა სისტემას. გარდა იმისა, რომ თერმული დაზიანება ხორციელდება, რადგან სასუნთ გზებში გავარვარებული ჰაერი ჩადის, აზიანებს ეპითელიუმს, რაც მიმართულია დაიცვას ჩვენი ტრაქეობროქნიალური სისტემა. ორგანიზმში ხვდება მავნე ნივთიერებები, მათ შორის, მხუთავი აირი CO, ასევე 800-მდე კარცეროგენული ნივთიერება. ამიტომაც ვითარდება ონკოდაავდებები," - განმარტავს ბატონი კახა. 
სრულად იხილეთ ambebi.ge
am скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com