ამბები

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები - რა არის ამ დროს მშობლის ბრალი


ზარმაც შვილზე არცერთი მშობელი არ ოცნებობს და ამ ჩვევის შესაძენად შეგნებულად არაფერს აკეთებს. ამის მიუხედავად, ქვეყანა სავსეა ზარმაცი ადამიანებით. ეს თვისება პირველ რიგში ახალგაზრდებს აზარალებს - ხელს უშლის სწავლაში, აქტიურ მუშაობაში, ცხოვრებისეულ წინსვლაში. საბოლოოდ კი წარუმატებელი, შეუმდგარი და დეპრესიული ადამიანი ხდება. ძალიან ხშირად ამ თვისების გამომუშავებას მშობლები მათდაუნებურად უწყობენ ხელს. წარმოგიდგენთ მშობელთა იმ შეხედულებებს, რომლებიც ბავშვში თანდათან აყალიბებენ ზარმაც ხასიათს.

თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს წესები უკუღმა მოქმედებს. ისინი დაეხმარება ბავშვს გაიზარდოს მიზანმიმართული, ბეჯითი, მაგრამ ასე არაა და მიხვდებით რატომაც.

1. ყველა ბავშვი ზარმაცი იბადება
თუ თავად არ შეაჩვევთ შრომას, ინიციატივას არასდროს გამოიჩენს. აიძულეთ ბავშვი გააკეთოს რამე "არ მინდას" მიუხედავად. ის მიეჩვევა და საბოლოო ჯამში შრომისმოყვარე ადამიანი გახდება. თუ ბავშვს ბავშვობიდან არ მიაჩვევთ შრომას, საოცრად ზარმაცი გაიზრდება.

2. ბავშვი უნდა იყოს დამჯერი
თუ ბავშვი არ გიჯერებთ, ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რომ დამჯერი გახდეს. თუ ეტყვით, რომ უნდა იმეცადინოს, მიალაგოს ოთახი ან გარეცხოს ჭურჭელი მან უნდა შეასრულოს თქვენი მითითება. შედეგად თქვენი შვილი გაიზრდება შრომისმოყვარე, დისციპლინირებული და მეოჯახე ადამიანი.

3. დასჯა და ჩამორთმევა - ცუდი ჩვევის გადაჩვევის მიზნით
ჩამოართვით კომპიუტერი და ბავშვი კარგად სწავლას განაგრძობს. აუკრძალეთ ეზოში ჩასვლა თუ ცუდად მოიქცა და აუცილებლად გამოსწორდება.

4. მის ჭირვეულობას ყურადღება არ მივაქციოთ
თუ ბავშვი ჭირვეულობს ან თქვენი ნების წინააღმდეგ მოქმედება, მხოლოდ იმიტომ, რომ ნერვები მოგიშალოთ. რა მიზეზი აქვს მის ჭირვეულობას? არანაირი. ბავშვი პატარა და სულელი არსებაა. უმჯობესია, დასაჯოთ იგი ზედმეტი კითხვებისა და გარჩევების გარეშე. მაშინ ბავშვი გადაეჩვევა ჭირვეულობას... განაგრძეთ კითხვაскачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com