ამბები




როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი



უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში დღეს წვიმს, მაღალ მთასა და მთაში თოვს, მათ შორის მესტიასა და ხულოში. აღმოსავლეთ საქართველოში კი დღის ბოლოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვლი.

დღეს ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოში დღეს დღისით ჰაერის ტემპერატურა 9-15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 9-14 გრადუსი, თბილისში -13 გრადუსი.

7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 11-16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 9-14 გრადუსი იქნება, თბილისში -13 გრადუსი.

8 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში დღისით უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს, თბილისში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

9 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის ბოლოს ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. თბილისში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ასევე, ქვეყნის უმეტეს რაიონში იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ზოგან კი 17-22 მეტრი წამში იქნება. 

"ინტერპრესნიუსი"скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com