...
ამბები

ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში, რაც ახალშობილებს 2017 წელს დაარქვეს

Avatar
T:555 000 289


"სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, 2017 წელს თბილისში დაბადებულ გოგონებისა და ბიჭებისთვის დარქმეულ სახელებს შორის ყველაზე იშვიათი სახელები უცხოური იყო, მაგალითად, ბიჭებში აზიზ, აღბუღა, ალიმ, ბაიბალა, ალბერტ, დანი, გენო, გიკა, და დომენიკი. ქართული იშვიათი სახელებიდან კი ბათუ, დევი, დუდუ, ელგუჯა, თეოდორი, ნერსე, სვიმეონი და შეთე გამოირჩეოდა.
რაც შეეხება გოგონებს, თბილისში დაბადებულებიდან თითო-თითო ბავშვს ათანასია, ალესანრა, ანე, ბეატა, გოგოლა, ევდოკია, კრავაი, ბეატა, დაკო, თინი, მატა, თამი, ცაბუ, მეა, რაია, ლილეანა და ნილა დაარქვეს.
Allnews.ge გთავაზობთ იშვიათ სახელებს რეგიონების მიხედვითაც. მაგალითად, კახეთის რეგიონში ბიჭების ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სახელების ჩამონათვალი ასეთია: ალავერდი, არბი, ბესი, გლახო, ვალი, თოლგა, ეტრო, ფელიქსი, შამილი, შმაგი და ხვიჩა. გოგონებში კი ანარა, ბაბალე, აფსანა, ბაბილინა, ბანუ, გაბილა, ესთერი, თეონიტა, მარისაბელი, ნანიტა, ნენე და სევდა.რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, აქ თითო-თითო ბიჭს წლის დასაწყისიდან დღემდე არსენა, დაუთი, მარკოზი, ნარიმანი, როსტომი, უსეინი და შიო დაარქვეს, ხოლო თითო-თითო გოგონას მედინა, მზექალა და სიდონია.
ქვემო და შიდა ქართლიც იშვიათი სახელების სიმრავლით გამოირჩევა.მაგალითად, ბიჭების ნაწილს აქ გაგარინი, გაბრილი, გირშელი, გუმა, ზიადი, კულუ, ლევონი, მაკარი, მარატი, რენატი, ფირუზი, გურიკა, ეძიკა და ონო დაარქვეს. გოგონების ნაწილის სახელები კი ასე ჟღერს: დარია, დინარა, თალი, კესანე, ლალა, რენა, რიმა, როზა, სამაია, სონია, ცისია, ელიანურა, მარიზა, მინა, მინე, ნაიკო, ნიკე და უნა.
იშვიათი სახელებით დასავლეთ საქართველოც გამოირჩევა.
მაგალითად, აფხაზეთში, იშვიათ სახელებს შორის არის რომეო, სანი, ტიტე, ტიმოთე, ფარნავაზი, მამია, ლუდუკი და ნიკოლოზ რაფიელი. გოგონას სახელებს შორის კი გვხვდება ანინე, ნისიმე, თებროლე, მანო, ლილუ ელიზაბეთი და ამინა. სრულად იხილეთ www.allnews.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com