ამბები

ვინ არის ქალი, რომელსაც "შატილის ასულო" მიეძღვნა



18 წლის ყო­ფი­ლა ფა­ტი­მა წო­ტო­ი­ძე, რო­დე­საც მას­ზე გა­მიჯ­ნუ­რე­ბულ თა­ნა­სოფ­ლელს - იოსებ ლონ­გიშ­ვილს მის­თ­ვის ლექ­სე­ბი მი­უძღ­ვ­ნია. სწო­რედ მა­შინ და­წე­რი­ლა "შა­ტი­ლის ასუ­ლო, ლერ­წა­მო ფა­ტი­მა"... იმ დროს ალ­ბათ ვერ წარ­მო­იდ­გენ­დ­ნენ, რომ ეს ლექ­სი მა­ლე "ამ­ღერ­დე­ბო­და" და სა­ხალ­ხო გახ­დე­ბო­და. თა­ნაც, იმ­დე­ნად სა­ხალ­ხო, რომ წლე­ბის შემ­დეგ სა­სა­მარ­თ­ლო­ში დას­ჭირ­დე­ბო­დათ იმის მტკი­ცე­ბა, თუ ვინ იყო მი­სი ავ­ტო­რი. ფა­ტი­მა წო­ტო­ი­ძე ახ­ლა 75 წლი­საა და სო­ფელ ზე­მო ალ­ვან­ში შვილ­თან, რძალ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. და­მა­ინ­ტე­რე­სა ამ წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ლექ­სის შექ­მ­ნის ის­ტო­რი­ამ და ფა­ტი­მა ბე­ბოს ალ­ვან­ში ვეს­ტუმ­რე. 
- აქა­უ­რი, ალ­ვა­ნე­ლი ქა­ლი ვარ. დე­და­ჩე­მი პირ­ვე­ლად 13 წლის გა­უთხო­ვე­ბი­ათ, 14 წლი­სა კი დაქ­ვ­რი­ვე­ბუ­ლა. ზუს­ტად ერთ წე­ლი­წად­ში ნა­თე­სა­ვებს ხელ­მე­ო­რედ გა­უთხო­ვე­ბი­ათ - მიმ­ხე­დი და პატ­რო­ნი გჭირ­დე­ბაო. 7 წლის ვი­ყა­ვი, მა­მა რომ და­მე­ღუ­პა. მახ­სოვს, მუხ­ლე­ბამ­დე ვწვდე­ბო­დი. ში­რაქ­ში მუ­შა­ობ­და, კო­ლექ­ტი­ვის კა­მე­ჩე­ბის ფერ­მა­ში. თა­ვი­დან თქვეს, წყალ­ში და­იხ­რ­ჩოო, მე­რე კი ხმა გა­მო­ვი­და, ამ­ხა­ნა­გებ­მა ფუ­ლის გა­მო გა­წი­რეს და მოკ­ლე­სო. მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გვქონ­და და დე­დას ძა­ლი­ან უჭირ­და ჩვე­ნი გაზ­რ­და. ხელ­მოკ­ლედ, დიდ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ "სა­ექ­თ­ნო­ზე" ვა­ბა­რებ­დი. რა­ტომ, ახ­ლაც არ ვი­ცი - ნემ­სი­სა და წამ­ლის და­ნახ­ვა­ზე გუ­ლი მი­წუხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ვერ ჩა­ვა­ბა­რე. ჰო­და, უსაქ­მოდ რა გა­მა­ჩე­რებ­და ახალ­გაზ­რ­და ქალს და მე­ურ­ნე­ო­ბა რომ და­არ­ს­და, 1961 წელს, დი­დი და პა­ტა­რა სა­მუ­შა­ოდ გა­ვე­დით. წო­ტო­ი­ძე ჩე­მი გვა­რია. რომ გავ­თხოვ­დი, ქმარ­მა მითხ­რა: ქმრის გვარ­ზე უნ­და გად­მოხ­ვი­დეო და საბ­ჭო­ში ხე­ლის მო­სა­წე­რად რომ წა­ვე­დით, ლონ­გიშ­ვი­ლი გავ­ხ­დი. მარ­თა­ლია, გა­ჭირ­ვე­ბი­თა და ვაი-ვაგ­ლა­ხით გა­ვი­ზარ­დე, რა მემ­ღე­რე­ბო­და, მაგ­რამ სიმ­ღე­რა და მოლ­ხე­ნა მა­ინც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. საკ­რა­ვი არ მქონ­და და ვერც ერთ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე ვერ ვუკ­რავ, მაგ­რამ სიმ­ღე­რა - გიყ­ვარ­დეს!.. კარ­გი აღ­ნა­გო­ბის ვი­ყა­ვი ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სას, სუფ­რა ისე არ ჩა­ივ­ლი­და, არ მემ­ღე­რა და ვინ­მეს ყუ­რადღე­ბა არ მი­მექ­ცია, ბევრს მოვ­წონ­დი კი­დეც... ერ­თხელ ერ­თ­მა ბიჭ­მა მითხ­რა, - ახ­ლა რომ გა­გი­ტა­ცო, რას იზა­მო? სხვა წყევ­ლა-კრულ­ვას მი­აყ­რი­და, მე კი ვუთხა­რი: გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ გიყ­ვარ­ვარ, რა­ღას ვი­ზამ-მეთ­ქი? (ი­ცი­ნის).
- ალ­ბათ იოსე­ბიც ამით მო­ი­ხიბ­ლა, ხომ?
- კი არ ვტრა­ბა­ხობ, მაგ­რამ მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი. რო­გორც გითხა­რი, ისე არ ჩა­ივ­ლი­და ქე­ი­ფი, ვი­ღა­ცას არ მოვ­წო­ნე­ბო­დი. ეტყო­ბა, იოსებ­მაც შე­მამ­ჩ­ნია და მო­ვე­წო­ნე. ლექ­სე­ბის წე­რის სურ­ვი­ლი, მუ­ზა გა­უჩ­ნ­და ჩე­მი გაც­ნო­ბის შემ­დეგ და მთხოვ­ნე­ლე­ბიც მო­მიგ­ზავ­ნა. უარ­ზე ვი­ყა­ვი, ასა­კით ბევ­რად უფ­რო­სია და არ გავ­ყ­ვე­ბი-მეთ­ქი. 16 წლით იყო ჩემ­ზე უფ­რო­სი. ხან ვის ვე­კითხე­ბო­დი, რამ­დე­ნი წლი­საა-მეთ­ქი, ხან - ვის, მაგ­რამ არა­ვინ მე­უბ­ნე­ბო­და სი­მარ­თ­ლეს. ერ­თხელ, მა­შინ უკ­ვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, სტუმ­რე­ბი გვყავ­და და იოსე­ბი სადღეგ­რ­ძე­ლოს ამ­ბობ­და: 1942 წელს მე ბატ­კან­ში ვი­ყა­ვი, პა­ტა­რა მე­ბატ­კ­ნე (ა­ნუ მეცხ­ვა­რე) ვი­ყა­ვიო და მე აღარ ვა­ცა­დე დას­რუ­ლე­ბა, და­ვუ­ძა­ხე: ნე­ტავ, მა­შინ სად გყავ­და-მეთ­ქი მე­უღ­ლე. ისე გაბ­რაზ­და... ასაკს ხაზს რომ ვუს­ვამ­დი, არ მოს­წონ­და.

- აბა, რო­გორ­ღა გა­დაწყ­ვი­ტეთ მას­ზე გათხო­ვე­ბა?
- ერთ ზაფხულს მთა­ში წა­ვე­დი - ალაზ­ნის თავ­ში. ისე­თი ლა­მა­ზია იქა­უ­რო­ბა, მარ­თ­ლა ცას­თან ახ­ლოს გე­გო­ნე­ბა თა­ვი... იქი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, მე­გობ­რებ­მა მითხ­რეს, შენ­ზე ლექ­სია და­წე­რი­ლიო. რა ლექ­სი, ვინ და­წე­რა-მეთ­ქი? - გა­მიკ­ვირ­და. - რა ლექ­სი და "შა­ტი­ლის ასუ­ლო, ლერ­წა­მო ფა­ტი­მა­ო". - იქ­ნებ სხვა­ზეა-მეთ­ქი და­წე­რი­ლი, - ვი­უ­ა­რე. თურ­მე მარ­თ­ლა ჩემ­ზე და­უ­წე­რია. სოფ­ლე­ლებ­მა უცებ აიტა­ცეს და შე­იყ­ვა­რეს ლექ­სი­ცა და სიმ­ღე­რაც, მაგ­რამ მე­რე სხვა, კი­დევ უფ­რო უკე­თე­სი ლექ­სე­ბიც და­მი­წე­რა. "პი­რიმ­ზის ეშ­ხი, სი­ტურ­ფე მის ღი­მილს და­უ­ფა­რი­ა­ო" - ერთ ლექ­ს­ში ასე წერს ჩემ­ზე. მე­სი­ა­მოვ­ნა, ესე იგი, ჩე­მი ღი­მი­ლიც მოს­წონს-მეთ­ქი... სრულად იხილეთ gza.ambebi.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com