...
ამბები

რას ამბობს დედა, რომლის მცირეწლოვანი შვილი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში სიგარეტს ეწევა

Avatar
T:555 000 289


ეს იყო პირველი შემთხვევა, მსგავსი რამ აღარ განმეორედება- სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც 3 წლის ბავშვი სიგარეტს ეწევა, არასრულწლოვანის დედა პირველ კომენტარს აკეთებს.

"ჩემი ქმარი და ჩემი ქმრის თანამშრომლები ახალი წლის ღამეს შეიკრიბნენ, სვამდნენ. ბავშვმა უბრალოდ მოინდომა, რომ სიგარეტი ხელში აეღო და და ერთჯერადად გაეხუმრა. მე არაფერი ვიცოდი, 6 თვის ბავშვი მყავს, პატარა და იმას ვუყურებდი. 

დღეს დილით ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, ჩემი შვილის და ქმრის ვიდეო ვნახე. გავგიჟდი, მეთქი - რა ხდება, არაფერი ვიცოდი, ეგ ყველაფერი ჩემი ქმრის თანამშრომელმა დადო," - ამბობს ბავშვის დედა ტელეკომპანია "იმედთან".

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში 3 წლის ბავშვის ვიდეომასალა გავრცელდა, რომელშიც მცირეწლოვანი მშობლების წაქეზებით სიგარეტს ეწევა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com