გიორგი მახარაძე თურქეთში გამოკვლევას იტარებს - რას ყვება მსახიობის მდგომარეობაზე ნათესავი

03 იანვარი, 2018 1 219



მსახიობი გიორგი მახარაძე გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა. "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს სამი კვირის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზიდაუსვეს. გიორგიმ ერთი ოპერაცია უკვე გაიკეთა საქართველოში, გუშინ კი გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: "მეგობრებო, ჩავედი სტამბულში და უკვე კლინიკაში ვარ, ექიმთან ვიზიტის შემდეგ რა ინფორმაციაც მექნება ყველაფერს გაგაგებინებთ... მიყვარხართ".

AMBEBI.GE გიორგის დეიდაშვილს მარიამ ქაცარავას დაუკავშირდა. 

- გიორგი გუშინ ღამით გაემგზავრა თურქეთში დედასთან და მამასთან ერთად. ის "აჩიბადემის" კლინიკაში იტარებს გამოკვლევებს. საქართველოში ორი კვლევა ჩატარ-0:11და და ორმა კლინიკამ სხვადასხვა პასუხი უთხრა, რამაც თურქი ექიმების გაოცება გამოიწვია. ფაქტიურად ნულიდან იწყება გამოკვლევები, ახლა უჯრედოვანი გამოკვლევა უტარდება და ზუსტი პასუხი ხვალ გვექნება. 

- რას ამბობენ თურქი ექიმები?
- მდგომარეობა კარგი ნამდვილად არ არის. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს თურქმა ექიმებმაც. თუმცა რომელი სტადიაა, ქიმიოთერაპიის რამდენ კურსს დაუნიშნავენ, ეს ხვალ გვეცოდინება. ჯერ იქ გააგრძელებს მკურნალობას. 

- თანხა სრულად შეგროვდა?
- პირველ ეტაპზე რა თანხასაც ვვარაუდობდით, ის თანხა შეგროვდა. ამერიკაში შეაგროვეს, თბილისშიც შეგროვდა. გიორგის დედამ მითხრა, რომ ძალიან ძვირი ღირს იქ ყველაფერი, თითო გამოკვლევას რამდენიმე ათასი დოლარი სჭირდება. თანხის ნაკლებობას ჯობია ზედმეტი გვქონდეს, ამიტომ ისევ ვაგრძელებთ თანხის შეგროვებას. როგორც გიორგი ამბობს, ზედმეტი თანხა თუ დარჩება, ამ ფულს გაჭირვებულ ბავშვებს გადასცემს. 

გიორგი მახარაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

მიმღები: თეონა ჩივაძე (დედა)


თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GEскачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: